Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№05/29-01

15.02.2022 წ.

ქ. თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირება და ეკონომიკა) მობილობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირება და ეკონომიკა) მობილობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი ლევან საბაური – ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე – დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;

დ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;

ე) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

2.  წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი   გიორგი ღაღანიძე